597 044 891

ნანა ცხვარიაშვილი, ადვოკატი. ძლიერი დაცვა. გულისხმიერი რჩევა.

1989 წლიდან ვარ ადვოკატი. სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს თანაბრად ვაწარმოებ.

კონსულტაცია წინასწარი ჩაწერით.

1989საადვოკატო საქმიანობის დასაწყისი
37წელი სასამართლო პრაქტიკაში
2006საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

საქმიანობა

საერთო სპეციალიზაცია: სამივე დარგს თანაბრად ვაწარმოებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა ღამით

სისხლის სამართალი

  • ბრალდებულის დაცვა
  • დაზარალებულის წარმომადგენლობა
ძველი თბილისის სახლი აივნით

სამოქალაქო სამართალი

  • განქორწინება, ალიმენტი, ბავშვთან დაკავშირებული დავა
  • სამემკვიდრეო
  • ბინა, მიწა, ქონება
  • ვალი და ხელშეკრულება
  • შრომითი დავა
  • კომპანიები
იუსტიციის სახლი თბილისში

ადმინისტრაციული სამართალი

  • დავა სახელმწიფო უწყებასთან
  • აქტის ბათილად ცნობა
  • მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება
საქმეები

სასამართლოს გადაწყვეტილებები

სისხლის სამართალი
181
სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ჯგუფური გამოძალვა

გამამართლებელი განაჩენი სამივე ბრალდებულის მიმართ.

სამოქალაქო სამართალი
2
მოჩვენებითი ნასყიდობის ხელშეკრულება, 2006 და 2010 წლების

ორივე ბათილად იქნა ცნობილი, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციული სამართალი
2000კვ.მ
მიწის ნაკვეთი

მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი, ნაკვეთი მარწმუნებელს საკუთრებაში გადაეცა.

თბილისის საქალაქო სასამართლო

წარსული საქმის შედეგი მომავალი შედეგის გარანტია არ არის.

ნანა ცხვარიაშვილი
ნანა ცხვარიაშვილი
ჩემ შესახებ

ჩემ შესახებ

ყველაზე მთავარი ჩემს საქმიანობაში ის არის, რომ ზედმიწევნით პროფესიონალურად მოვემსახურო კლიენტს და გავუფრთხილდე ჩემს ავტორიტეტს.

ადვოკატი ალბათ ადამიანების დასახმარებლად გავხდი. ბავშვობიდან სხვების პრობლემები უფრო მეტად მაწუხებდა.

  1. 1977–1982თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. 1982–1989იურისკონსულტი, საქართველოს საბაგირო გზების კომიტეტი
  3. 1989ადვოკატი
  4. 2006საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
კონსულტაცია

პირველი კონსულტაცია ფასიანია.

ვუწევ ზედმიწევნით კვალიფიციურ კონსულტაციას. მან სწორად უნდა წარმართოს თქვენი საქმე, თქვენი მომავალი და ის ინტერესი, რის გამოც ადვოკატს მიმართეთ.

597 044 891 მიღების დღე და საათი თანხმდება ინდივიდუალურად.

ეს საქმის გარემოებებზეა დამოკიდებული. გამოსავალს კონსულტაციაზე, დოკუმენტების გაცნობის შემდეგ გეტყვით.

ადვოკატს შედეგის დაპირების უფლება არ აქვს. საქმის შესწავლის შემდეგ შანსებს რეალურად შეგიფასებთ.

კონსულტაციაზე აგიხსნით, რას ითვალისწინებს თქვენი მუხლი და როგორ შეიძლება წარიმართოს საქმე.

ჰონორარი საქმის სირთულეზეა დამოკიდებული და წინასწარ თანხმდება.

ეს საქმის სახესა და იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ინსტანციაში განიხილება.